მოლაპარაკებები საარჩევნო სიაზე

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მოლაპარაკებას განაგრძობს. დღევანდელ შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძეც დაესწრო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიების გაერთიანება არ იშლება და არჩევნებისთვის ემზადება.

მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა, შეჯერების ეტაპზეა პოზიცია, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომრები პარტიების ლიდერები უნდა იყვნენ.