მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის

12:17, 17.11.2026

სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯარედ კუშნერი. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ასევე უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით გამართული სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა სამშვიდობო პროცესში შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა იყო. კუშნერის განცხადებით, მხარეებმა მომდევნო მრავალმხრივი შეხვედრის დღის წესრიგზე მუშაობაც დაიწყეს, რომლის გამართვაც უახლოეს მომავალში იგეგმება. კუშნერის შეფასებით, უთანხმოებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისას კონსტრუქციული წინადადებები ჩნდება, რაც შესაძლო შეთანხმების მიღწევის იმედს იძლევა.

მსგავსი