მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებში

ისევ ღიად რჩება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის თარიღი და მხარეთა გეგმები, სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება და მათი ოპონენტები დიალოგისთვის მზადებას ადასტურებენ, თუმცა რა კომპრომისული წინადადებით გაგრძელდება პროცესი, ეს ჯერ უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ მხარეები, ამ ეტაპზე, პოზიციებს არ ცვლიან. ისევ საპროტესტო რეჟიმშია და კონსულტაციებს განაგრძობს ოპოზიცია.

მორიგი შეხვედრა დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართება. რა გეგმაზე ჩამოყალიბდებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში, ეს სავარაუდოდ, სწორედ ამ შეკრების შემდეგ გაირკვევა.

 

დატოვე კომენტარი