მოლაპარაკებები ოპოზიციაში

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ისევ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ საერთო შეთანხმება ჯერ არ არსებობს თავად ოპოზიციაში. „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების“ და „გირჩის“ შეთავაზებას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიები არ იღებენ და ამბობენ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ და ხელისუფლების მიმართ იგივე მოთხოვნები აქვთ. რაც შეეხება მოქალაქეების და „გირჩის“ ინიციატივას – მათი განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება უნდა მოხდეს საარჩევნო რეფორმასა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე პლებისციტის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს განმსაზღვრელი, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები.

ამ შეთავაზებაზე ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ წევრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გეგმავენ. რაც შეეხება ელჩების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს დაესწრება.

დატოვე კომენტარი