მოლაპარაკებები ოპოზიციაში

რა წინადადებებით წარდგება ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე.  მორიგი  კონსულტაციების გამართვის ზუსტი თარიღი ისევ უცნობია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვა პარტიებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას ცდილობს. ძირეული საარჩევნო რეფორმა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ელჩების თანდასწრებით ამ მოთხოვნებზე კონსესუსის შემთხვევაში, პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შესვლას ანონსებს. კიდევ ერთი ინიციატივა „გირჩს“ ეკუთვნის, რომელიც მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობს.  ორი პარტიის ინიციატივებს, საერთო მოთხოვნიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ ოპოზიციის  დანარჩენ ნაწილში და მთავარ მოთხოვნად ისევ ვადამდელი არჩევნების დანიშნვას ასახელებენ.  მმართველი გუნდი კი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას   საგამოძიებო კომისიას დასკვნისა და მათ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში განიხილავს.

დატოვე კომენტარი