მოლაპარაკებები ოპოზიციაში

ამ წუთებში „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.  პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გააცნობენ, რომლებმაც პარლამენტში ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა, ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან. შეხვედრაზე „გირჩის“ წევრებიც მივიდნენ, მათთან დაპირისპირებული ზურაბ ჯაფარიძე კი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან არ გამოჩენილა.

თამარ წიკლაურია პირდაპირ ეთერში – რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე.