მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, ეს ამ დრომდე უცნობია. მხარეები მოლოდინის რეჟიმში არიან. მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას მხარეები ისევ საკუთარი პირობებითა და მოთხოვნებით გეგმავენ. ოპოზიცია კვლავ ხელახალ არჩევნებს ითხოვს, მმართველი გუნდისთვის კი ეს წითელი ხაზია და ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას, საარჩევნო ბარიერის დაწევას და ზოგიერთ უბანზე ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვას სთავაზობს. მმართველი გუნდი ელჩებთან კონსულტაციებს გეგმავს.