მოლაპარაკებები მეშახტეებსა და „საქნახშირს“ შორის

ტყიბულში საპროტესტო აქციები დროებით შეწყდა.

მეშახტეებსა და საქნახშირის მენეჯმენტს შორის შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან წარმოებას დასაქმებულთა მიერ წარდგენილი კანდიდატი ჩაიბარებს. თუმცა მოთხოვნები ისევ რჩება. მათ შორისაა შახტების გაჩერების პერიოდში ხელფასების გაცემა და შესაბამისი დაპირების წერილობით დადასტურება. შახტების ამუშავება 16 ივლისს მომხდარი მორიგი ტრაგედიის გამოძიების და უცხოელი ექსპერტების დასკვნაზეა დამოკიდებული.

„მოამბის“ ინფორმაციით, ძიების პირველადი შედეგები შესაძლოა ერთ კვირაში გახდეს ცნობილი.