მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების შესახებ

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, კატარის პრემიერ-მინისტრს ევროპაში შეხვდება, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, შეხვედრა იქამდე იყო დაგეგმილი, ვიდრე ისრაელის არმია შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნიდა ცეცხლს, თუმცა ამ შემთხვევამ პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. შეხვედრის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.