მოლაპარაკებები მაიამიში

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მაიამიში გაიმართა. ერთმანეთს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი შეხვდნენ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა დმიტრიევმა, რომელმაც პროცესები კონსტრუქციულად შეაფასა. ცნობისთვის, მაიამიში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა დღესაც გაიმართება.