მოლაპარაკებები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში

ხელისუფლება და მათი ოპონენტები დიალოგისთვის მზადებას ადასტურებენ, თუმცა, რა კომპრომისული წინადადებით გაგრძელდება პროცესი, ეს ჯერ უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ მხარეები, ამ ეტაპზე, პოზიციებს არ ცვლიან. ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და კონსულტაციებს განაგრძობს ოპოზიცია.

უკვე ერთი საათია, სხვადასხვა პარტიის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ, რა სახით გაგრძელდება ოპოზიციის პროტესტი ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში, ეს სავარაუდოდ, სწორედ ამ შეკრების შემდეგ გაირკვევა.

ნათია ქენქაძე იმყოფება „ლეიბორისტების“ ოფისთან, რომელიც უკვე დიდი ხანია, ოპოზიციის შეხვედრის მთავარი ადგილია – ხომ არ დასრულებულა შეხვედრა?