კონსულტაციები ოპოზიციას შორის  

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „გირჩი“ მიმდინარე კვირაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას საკუთარ ინიციატივას ინდივიდუალურად გააცნობენ, რაც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩევნო რეფორმის შესახებ ხელისუფლებასთან შეთანხმებას გულისხმობს. სტრატეგია აღმაშენებელში შეხვედრისთვის მზად არიან, თუმცა ამბობენ, რომ პარტიას პოზიციები არ შეუცვლია და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ დღის წესრიგშია.