მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის.

პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება და მოქალაქეთა არჩევანის პატივისცემა, – ეს საერთასორისო პარტნიორების მთავარი გზავნილია. ახლა ყველაფერი შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების მესამე რაუნდზეა დამოკიდებული, რომლის გამართვის თარიღი ამ დრომდე გაურკვეველია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომპრომისულ ვარიანტად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ ხელახალი არჩევნების მსგავსად საერთოდ არ განიხილავენ, თუმცა დიალოგისთვის მზად არიან.

დატოვე კომენტარი