მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გაგრძელდება თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ აპირებენ, მიზეზად კი გიგი უგულავას დაკავებას ასახელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად ხელისუფლებასთან კონსენსუსი არ სურდა, თუმცა, იმედი აქვთ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი შედგება. მმართველი გუნდის განმარტებით, მანდატების განაწილების შესახებ მათი შეთავაზება 100/50 კვლავ ძალაშია.