მოლაპარაკებები ირანთან შეთანხმების საკითხზე

12:22, 10.05.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. საუბრის თემა ირანთან შეთანხმების მიღწევა იყო. გამოცემა „აქსიოსის” ინფორმაციით, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი კატარის პრემიერს მაიამიში შეხვდნენ. „კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი შეთანხმების მისაღწევად ერთობლივად მუშაობენ. შუამავლები ორივე მხარეს მოუწოდებენ, შეამცირონ დაძაბულობა და შეთანხმების მიღწევაზე გაამახვილონ ყურადღება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსთან“. შეგახსენებთ, რომ შტატები ირანის მხრიდან ელოდება პასუხს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

მსგავსი