ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბირთვული საკითხის გარშემო დაძაბულობა იზრდება.
ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელის და აშშ-ის უკმაყოფილებას იწვევს. ოფიციალურ თეირანს შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება სამხედრო მოქმედებები, მათ შორის, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღდეგ. ისრაელის და ამერიკის მიზანია, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ამ გეგმას ოფიციალური თეირანი უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ ურანის გამდიდრების მაჩვენებელი მკვეთრად აქვს გაზრდილი. ტრამპის და ნეთანიაჰუს მუქარის შემცველი განცხადებების საპასუხოდ თეირანიდან აცხადებენ, რომ აგრესიულ მოქმედებას სარკისებურად უპასუხებენ. იქნება თუ არა პრობლემური თემის გადასაწყვეტად დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული – ცნობილი ხდება, რომ ომანის შუამავლობით ირანს და აშშ-ს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაინიშნა.