მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროკავშირის მედიაციით დიალოგი გრძელდება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მორიგი შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება. მანამდე კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. დღევანდელ ერთობლივ შეხვედრას ერთი მონაწილე გამოაკლდა. გუშინ დემონსტრაციულად შეხვედრის დატოვების შემდეგ, შალვა ნათელაშვილი დღეს მოლაპარაკებებზე აღარ მივიდა.