მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით 

18:07, 17.03.2021

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი წინა დღეების განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა. შესაბამისად დღევანდელმა ერთობლივმა შეხვედრამ გააჩინა მოლოდინი, რომ პოლიტიკური ოპონენტები გარკვეული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ აცხადებს, რომ მათთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.

მსგავსი