მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმების მოლოდინი.

მეხუთე დღეა, თბილისში შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს მართავს. კრისტიან დანიელსონი დისკუსიას დღის მანძილზე განაახლებს. ამ დროისთვის კომპრომისი არ არის მიღწეული. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა უცვლელია, მეორე ნაწილი კი, უფრო მნიშვნელოვან საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს მიიჩნევს.

მოამბე

დატოვე კომენტარი