მოლაპარაკებები ბაიდენსა და პუტინს შორის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ. თეთრი სახლის პრესმდივნის ინფორმაციით, მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების გადადგილება იქნება. მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა პრეზიდენტ ბაიდენისთვის, „ხაზი გაუსვას ამერიკის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტუროს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჯენ ფსაკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობას, კიბერდანაშაულსა და რეგიონულ საკითხებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არ გაფართოების გარანტიები.