მოლაპარაკებები აშშ-ს და ირანის წარმომადგენლებს შორის 

ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი მასშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად ირანს და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკების მასპინძელი თურქეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა ირანის თხოვნით ადგილი შეიცვალა და დღევანდელ შეხვედრას ომანმა უმასპინძლა. ირანის პოზიციაა, რომ მას ურანის საკუთარ ტერიტორიაზე გამდიდრების უფლება აქვს. თეირანი წინააღმდეგია, რომ  მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი მესამე ქვეყანაში გაიტანოს. ირანი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა ორიენტირებული. თავის მხრივ კონკრეტული პირობები აქვს აშშ-ს, რომელიც ირანისგან ურანის გამდიდრების და ბალისტიკური პროგრამის შეჩერებას, ასევე რეგიონული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ომით იმუქრება. ომანი მზადაა, რომ  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღწევად პარტნიორებთან ითანამშრომლოს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება.