მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის
მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიმართულია ჟენევისკენ, სადაც ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მიმდინარეობს.
დავიწყოთ ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებებით. მესამე რაუნდი ამჯერადაც ომანის შუამავლობით ტარდება. მთავარი განსახილველი საკითხებია ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური რაკეტები და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები. ორივე მხრიდან წარდგენილია კონკრეტული წინადადებები. მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილები. ირანის მოთხოვნაა, რომ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების უფლება დარჩეს და სანქციები გაუქმდეს. ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს, რასაც უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს. აშშ-ს მხრიდან საფრთხედ განიხილება ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების ფლობაც.
ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის გაზრდილი საშიშროების და ამერიკული სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე მოსალოდნელია თუ არა მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ პროგრესი – სალომე თორაძე დეტალებით.