მოლაპარაკებები აბაშიძესა და კარასინს შორის

აბაშიძე-კარასინის ონლაინაუდიენცია და რუსული მხარის ინტერპრეტაცია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია ქართული ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ და პროტესტი.

თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ონლაინაუდიენციისას, 2019 წლის ივნისში თბილისში განვითარებულ  მოვლენებზე საერთოდ არ უსაუბრიათ და ეს მხოლოდ რუსული მხარის ინტერპრეტაციაა, განხილვის მთავარი თემები კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რთული ვითარება და საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-სატრანსპორტო საკითხები იყო. რუსეთს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებამაც.

დეტალები თამარ წიკლაურის სიუჟეტი.