მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

12:09, 11.03.2021

როდის გაიმართება ხელისუფლებასა  და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ეს ამ დრომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა მხარეებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში, შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა, მხარეებს შორის პოზიციებს დააახლოვებს. პოლიტიკური კონკურენტები მოლაპარაკებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მხარეები ამ ეტაპზე მოთხოვნებს არ ცვლიან და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა საკითხებზე შეიძლება შედგეს კონსენსუსი.

მოამბე

მსგავსი