მოკვლევა შშმ პირთა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე

რა პრობლემები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ჯანდაცვის სერვისების მიღებისას –  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოკვლევას იწყებს.

საკითხზე შეხვედრები და მოსმენები რეგიონებში დაიწყება, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.