მოკვლევა ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ  

ამერიკელი ჟურნალისტის სკანდალური სტატია, რომელიც ინფორმატორზე დაყრდნობით ჰელსინკის კომისიას ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის ძირის გამოთხრასა და რუსეთთან ამერიკის უფრო ფართო ომის პროვოცირებაში ამხელს. მაიკლ შელენბერგერი PUBLIC-ში აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: „კომპრომეტირებული“ ჰელსინკის კომისია ძირს უთხრის ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში .“ სტატიის ავტორი წერს, რომ საგარეო პოლიტიკის ექსპერტ სტივენ შრაგეს მიერ ჰელსინკის კომისიისა და მისი თავმჯდომარის, სენატორ როჯერ უიკერის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ინფორმატორის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, გამოვლინდა გადაცდომები და დარღვევები, რომელთა საფუძველზეც ექსპერტი ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ხელმძღვანელის, სტივენ შრაგეს განცხადებით მან გადაწყვიტა, ახლა ესაუბრა, რადგან შიშობს, კონგრესი გაზრდის ჰელსინკის კომისიის დაფინანსებას, როდესაც წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს კანონპროექტს ძირითად ასიგნებებზე.  შრაგე მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ღია, დამოუკიდებელი გამოძიებები დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ფედერალური კონტრდაზვერვისა და FARA-ს კანონის დაცვაზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გამოვლენილი დარღვევებიდან შრაგეს განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსის, კაილი პარკერის მუშაობამ რუსეთის დუმის ყოფილ სკანდალურ წევრ ილია პონომარევთან, რომელიც დაკავშირებული იყო უკრაინულ დაზვერვასთან.