მოკვლევა გაზსადენის დაზიანებაზე
რა გახდა ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი ავარიის და 500 მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანების მიზეზი – წინა კვირას მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ადგენს, თუ რამ გამოიწვია ავარიული დაზიანება, რის შედეგადაც ვაკის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირი თითქმის ორი დღე არ მიეწოდებოდა. „თბილისი ენერჯი“ წინასწარ ვერსიად მილსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ასახელებს. სემეკ-ის პირველ სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს. კითხვები დასვა ენერგოომბუდსმენმაც. მომდევნო სხდომებზე ექსპერტიზის დასკვნებსაც განიხილავენ.