„მოხუცი ჯამბაზები“

პოლიტიკით დამძიმებულ რკინის საუკუნეში ისინი ოქროს საუკუნის აღდგენას ცდილობენ. მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ხდება. მედეა ჩახავა, ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე… მათთან ერთად დაწყებულ ზეიმს ხვალ მათ გარეშე გააგრძელებენ კახი კავსაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, მარინე ჯანაშია.

რუსთაველის თეატრი  ასმეთხუთმეტედ წარმოადგენს ოსკაროსანი სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის პიესის მიხედვით დადგმულ “მოხუც ჯამბაზებს”.  ხვალ დიდი თეატრალური დღესასწაული გველოდება.

დატოვე კომენტარი