„მოხუცი და ზღვა“

თბილისი პანტომიმის, პლასტიკის და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს.

სამდღიანი ღონისძიებები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.

ფესტივალის გახსნის დღეს პანტომიმის თეატრი ცნობილი ამერიკელი მწერლის თანამედროვე სასცენო ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

სხეულის ენით აღწერილი ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” პრემიერამდე ორი დღით ადრე „მოამბის” გადამღებმა ჯგუფმა ნახა.