საქართველოს საკითხს განიხილავენ სტრასბურგში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დაიწყო. თუმცა ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერონ. უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორი ევროპის სახალხო პარტიის წევრი, შვედი დეპუტატი ბორიანა აბერგია. საკითხის განხილვა ახლა მონიტორინგის კომიტეტს აქვს დავალებული, რომელმაც გადაწყვეტილება 29 იანვარს დაგეგმილი დებატების შემდეგ, კენჭისყრის გზით უნდა მიიღოს. უფლებამოსილების არცნობის არგუმენტად პარლამენტის არალეგიტიმურობა სახელდება. ანალოგიური მოთხოვნით საპარლამენტო ასამბლეას ბარიერგადალახული ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიაც მიმართავს. მმართველ გუნდთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატების პროგნოზი ოპტიმისტურია, გასხვავებით ოპოზიციისგან. დღის წესრიგშია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვაც.