მოხალისეთა რაზმების ფორმირება

პროვოკაცია თუ რეალური გეგმა – იქმნება თუ არა საპროტესტო აქციების მონაწილეების დასაცავად ჯგუფები – ერთ-ერთი გამოცემის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ და ვიდეომ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც პროტესტის მონაწილეებს შორის, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მითითებულმა ჯგუფებმა დემონსტრანტები ე.წ. ტიტუშკებისგან უნდა დაიცვას. გავრცელდა შესაბამისი კადრებიც, სადაც ნიღბიანი პირები ჩანან. მოხალისეთა რაზმად წარდგენილი ჯგუფი აქციებზე მყოფთა უსაფრთხოების დაცვის პირობას დებს. მმართველი გუნდი ე.წ. დამცველთა ჯგუფების შესაძლო შექმნას დასჯად ქმედებად და გასამხედროებულ არაფორმალურ დაჯგუფებებად განიხილავს. ხელისუფლება ინიციატორებს მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს.