მოხალისეების რეგისტრაცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 5 დეკემბრიდან მოხალისეების რეგისტრაციას იწყებს. ამას დღეს მთავრობის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს.

სიახლის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში, იქ სადაც საგანგებო სამსახურებს რეაგირებისთვის ნახევარ საათზე მეტი სჭირდებათ, მოქალაქეებს სურვილის მიხედვით გადაეცემათ აუცილებელი სპეცტექნიკა.

თანხმობა გაიცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის თანამედროვე ახალი სახანძრო ტექნიკის შეძენაზე.

ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.