2024 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ახალგაზრდები 63 მუნიციპალიტეტიდან დაესწრნენ. კონკურსის გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით ჟიურიმ გამოავლინა. სპეციალურ პლატფორმაზე 6000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხალისე იყო დარეგისტრირებული. მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდები აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით აზიარებდნენ ისტორიებს მათი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ.
ყოველწლიური დაჯილდოების მიზანია მოხალისეობის მხარდაჭერა და მათი შრომის დაფასება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს. ღონისძიება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.