მოკავშირეების ღია კრიტიკა და მუქარა – ტრამპის გზავნილები NATO-ს სამიტზე
მოკავშირეების საჯარო კრიტიკა და ღია მუქარა ირანის მიმართ.
რეზონანსული აღმოჩნდა ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები. დონალდ ტრამპმა დიპლომატიური დღე ამერიკის მოკავშირეების მიმართ პრეტენზიებითა და შეურაცხყოფებით დაიწყო. ტრამპმა ალიანსის გენერალურ მდივანს პირდაპირ უთხრა, რომ ნატოთი კმაყოფილი არ არის. უკმაყოფილების მთავარ მიზეზად ორგანიზაციის წევრებს შორის ხარჯების გადანაწილება და ირანთან დაპირისპირების დროს მათი პოზიციონირება დასახელდა. სამიტი დროში დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას. გასულ ღამეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასრულებულად აცხადებს. ღიად რჩება კითხვა, მიიღებს თუ არა სამხედრო ოპერაციის განახლების შემთხვევაში ამერიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას.