„მოკავშირეები ანკარაში“
„მოკავშირეები ანკარაში“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთში მიმდინარე ამ სახელწოდების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია გაიმართა თემის ირგვლივ – „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატო-ს მრავალწლიან პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ ალიანსმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო საქართველო აქტიურად იყო ჩართული ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში.