მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან 

21:30, 20.07.2026

ტურისტების მზარდი ნაკადი და ოქტომბრამდე შევსებული სასტუმროები – ტურისტული სექტორი ყველაზე აქტიურ სეზონს ვიზიტორების რეკორდული რაოდენობით ხვდება.

მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ბოლო მონაცემებით, წლის პირველ ექვს თვეში მხოლოდ ევროპიდან ქვეყანაში 249 ათასი ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 23 %-ით აღემატება. ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის და ავიამიმართულებების დამატების ფონზე, გაზრდილია სასტუმროების დატვირთვაც.

რა ფაქტორებს უკავშირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მკვეთრად დადებით დინამიკას და რა მოსწონთ უცხოელ სტუმრებს ყველაზე მეტად საქართველოში – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტი.

მსგავსი