საინტერესო გზა გაიარა „მოამბე რეგიონების“ გადამღებმა ჯგუფმა რაჭაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. მრავალძალი – ტაძარი, რომელიც სასწაულმოქმედ ადგილად მიიჩნევა, 44 სახეობის ბუნებრივი მინერალური წყალი, რაჭული ღვინო და ჯომარდობა, რამაც მოგზაურობა კიდევ უფრო სახალისო გახადა.
რატომ არის რაჭა გამორჩეული და საინტერესო ზაფხულის სეზონზე, ვნახოთ ნატა ტაბიძის და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი.