სუფთა ჰაერი, ტყეები, მთები, სიმშვიდე და საუკეთესო გარემო განტვირთვისთვის – ბუნების მრავალფეროვნება ერთმანეთს კვერეთში ხვდება, სანამ ჩიხურა ყვირილას შეუერთდება. კურორტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა ცნობილი, როცა იქ სანატორიუმის მშენებლობა დაიწყო და გოგირგოვანი წყლებით სამკურნალოდ და დასასვენებლად სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიოდნენ. საკურორტო ინფრასტრუქტურა კვერეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიშალა, თუმცა დარჩა უნიკალური ბუნება, მრავალფეროვანი ტყის მასივი, რომელიც უკვე ორი წელია დაცული ტერიტორიების ნუსხაშია.
დაკარგული სამოთხის ახალი სიცოცხლე – ნატა ტაბიძისა და ლაშა მამულაშვილის სიუჟეტი #მოამბერეგიონები