მოგზაურობა კოლხეთის ეროვნულ პარკში
კოლხეთის ეროვნული პარკი – სამეგრელოსა და გურიის გამორჩეული ნაწილი, ნაკრძალი დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ეკოსისტემები, პალიასტომის ტბა, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნულმა პარკმა მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025“-ის ტიტული მოიპოვა.
უნიკალური დაცული ტერიტორიის მრავალფეროვნება ნახეთ – თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟში #მოამბერეგიონები