„მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ 

12:27, 22.04.2026

საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქუთაისის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია. შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა სამი D მოდელირებისა და სამი D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი, რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.

მსგავსი