„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ - შეხვედრა ზესტაფონში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ გრძელდება. მორიგი შეხვედრა ზესტაფონში, ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა. ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.  პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში.