მოგზაურობა ფერეიდანში 

21:14, 13.07.2025

ქართული წარწერები მაღაზიებზე, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები, ანსამბლები, რომლებიც ტრადიციულ ქართულ სიმღერებს ასრულებენ, – ერთი შეხედვით ეს საქართველოა, თუმცა, რუკა სულ სხვა რამეს ამბობს.

მოგიყვებით ადამიანებზე, რომელთა უმეტესობა საქართველოში არასდროს ყოფილა, თუმცა, ისინი დღესაც ისე საუბრობენ ქართულად, როგორც მათი წინაპრები 400 წლის წინ. ეს რეპორტაჟი ირანში მდებარე სოფელ მარტყოფსა და ფერეიდნელ ქართველებზეა. მათი ტრადიციები და ყოველდღიური ცხოვრება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველობა გეოგრაფიულ საზღვრებზე გაცილებით მეტია. ეს არის წარსულის გრძელვადიანი მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს აქტიური მცდელობაა დარჩნენ ქართველებად იმ პირობებში, სადაც კულტურული ასიმილაცია ყოველდღიური გამოწვევაა, ისინი იდენტობის შენარჩუნებისთვის უკვე ოთხი საუკუნეა იბრძვიან.

ფერეიდანში ჩვენმა ჟურნალისტმა გენო ოსიყმაშვილმა და ოპერატორმა ვახო ლეკიაშვილმა იმოგზაურეს. სწორედ ისინი მოგვიყვებიან ადამიანებზე, რომლებიც სამშობლოში არ დაბრუნებულან, თუმცა საქართველო დღემდე მათშია.

#მოამბერეგიონები

მსგავსი