მოგზაურობა ფერეიდანში
„მოამბე რეგიონების“ გადამღები ჯგუფი ასრულებს ფერეიდანში მოგზაურობას. ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა რეპორტაჟი ქალაქ მარტყოფიდან, ამჯერად კი გაგაცნობთ ქართველებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ თორელს, სადაც ადგილობრივები სასწაულებრივად ინარჩუნებენ ქართველობას, ენას, ამაყობენ სამშობლოთი, მოგზაურობენ საქართველოში და აქ დაოჯახებასაც გეგმავენ.
ქალაქი, სადაც ასწლეულების განმავლობაში ქართველობას არ ივიწყებენ და აქ მცხოვრებთა მონათხრობს და სიმღერას ემოციების გარეშე ვერ მოუსმენთ – გენო ოსიყმაშვილი და ვახტანგ ლეკიაშვილი ფერეიდანიდან.