მოძველებული ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე

იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს შესახებ მონაცემების საკითხი გაირკვევა, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მცდელობაც შეიძლება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან, გერმანულ მხარესთან საკითხზე კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით იყო, თუმცა საპასუხოდ სხვადასხვა მიზეზები სახელდებოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გერმანულ მხარეს ვერბალური ნოტით მიმართავენ და საქართველოს სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციის განახლებას მოითხოვენ. საუბარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ მოძველებულ ინფორმაციაზე, სადაც ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი თანამდებობის პირების საკადრო ცვლილებები, დაკორექტირებული არ არის.