„მოძრავი სცენა“ – ფესტივალი ხულოში
ხულო მასპინძლობს ფესტივალს „მოძრავი სცენა“. ფესტივალში ხუთი თეატრალური დასი და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობენ. სამი დღის განმავლობაში მაყურებელი სპექტაკლებსა და კონცერტებს იხილავს. მონაწილეებისთვის მასტერკლასები ჩატარდება.
ფესტივალი 4 ოქტომბერს დასრულდება, გამარჯვებულებს ჟიური რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. „მოძრავი სცენა“ აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ტარდება და მისი მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა და მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო გააქტიურებაა.