მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა

მოძრაობის თეატრში სეზონი კახა ბაკურაძის „ფაუსტით“ გაიხსნა. ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის.

დაგეგმილია ამერიკულ დასთან ერთად ერთობლივი სპექტაკლის დადგმა. ვაშინგტონიდან საცეკვაო დასი მოძრაობის თეატრში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა. ამერიკული პროექტის ფარგლებში მოძრაობის თეატრს ასევე ეწვევა იმპროვიზაციის პედაგოგი, რომელიც ქართველ მსახიობებს სპეციალურ მასტერკლასს ჩაუტარებს.

თეატრის ხელმძღვანელობა ახალ სეზონზე საერთაშორისო წარმატებებსაც ელის და რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამგზავრებას გეგმავს.

ნოემბერში მოძრაობის თეატრი მიწვეულია მინსკში სპექტაკლით „ასტიგმატისტები“.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის წარმომადგენლობასთან.

დატოვე კომენტარი