მოძრაობის მარშრუტი თბილისში

დღეს დაგეგმილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება. რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელია მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით; რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე, ასევე თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე, ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით; ევროპის მოედანზე, შესაბამისად, დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა; მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.