მოძრაობის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ მოთხოვნა

მოძრაობა „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ზნეობის“ წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა. ის თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების – „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას ითხოვს.

მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან ისინი საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.