მოძრაობის „არა ნაციზმს“ განცხადება

მოძრაობა „არა ნაციზმს“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ რეგიონებში ტრანსპორტირება სჭირდებათ და ამის რესურსი არ აქვთ, მიმართონ ოფისს და დახმარებას გაუწევენ.

ნანა კაკაბაძე „რუსთავი 2-ზე“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოფისი საკუთარი სახსრებით იქირავეს და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ორგანიზაციის წევრები ეკა გიგაურს სთხოვენ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.