მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ რუსთავში შეხვედრა გამართა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში,  სამოქალაქო მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სასწორის ერთ მხარეს დევს საბჭოთა საქართველო, მეორეზე კი ევროპული ქვეყანა და არჩევანი ნათელია.

დავით მაღრაძის განმარტებით, არჩევნები ერთ დიდ სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს, მოსახლეობა უნდა დაირაზმოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. შეხვედრაზე მოსულმა პირებმა ვიდეორგოლიც ნახეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს ეხებოდა.